logo_geo
ანა ჩანგიანი: ანუკის სახლიდან მაშინაც მიჰქონდა მათთვის საჭმელი, მათ ბედზე მაშინაც დარდობდა
- +

20 დეკემბერი. 2020. 03:02

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირადად ესტუმრა. ამასთან, პატარებს თოვლის ბაბუაც ჩაუყვანა.

 

აღნიშნულ ფაქტს  ანა ჩანგიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

“შენ ხომ არტურა ხარ, როგორ გამიხარდა, რომ გნახე… ბავშვობაში, ყველას გვახსოვს, სადარბაზოებთან, საბურავებით დანთებული ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ბავშვები, აღარ მოვყვები მათ აღწერასა და ყოფას… დიდხანს ვფიქრობდით ხოლმე სახლში შესულები, როგორ გაათევდნენ ცივ ღამეს.. ანუკის სახლიდან მაშინაც მიჰქონდა მათთვის საჭმელი, მათ ბედზე მაშინაც დარდობდა და, აი, დღეს პირველი ოჯახის მასპინძელი სწორედ რომ ის არტურა იყო, რომლის ბედზეც ბევრჯერ უფიქრია. ბევრი რამ შემიძლია, მოვყვე ანუკიზე, მის დამოკიდებულებაზე სიკეთესა და სიყვარულზე, რაზეც თავად არასდროს სურს საუბარი… ჩემი სიტყვები კი ბანალური იქნება. ამ საოცრად ლამაზი სულისა და შეუდარებლად თბილ, მზრუნველ ადამიანს, უბრალოდ, უნდა იცნობდეთ. დღევანდელი დღე ბევრი ღიმილიანი და ანთებული თვალებით მიილია. წინ კი ხვალინდელი დღეა”, – წერს ანა ჩანგიანი სოციალურ

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი