logo_geo
ირაკლი კუპრაძე: ცოტნე ოთარაანთ ქვრივივითაა - ძია, მალე, მალე!
- +

20 დეკემბერი. 2020. 20:19

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ხვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ცოტნე ოთარაანთ ქვრივის პერსონაჟს ჰგავს.

 

მისი, თქმით, ცოტნე უანგაროდ გასცემს სიკეთეს და ამავდროულად ჩრდილში დგას, რათა არავინ გაიგოს მისი სახელი.

 

„ერთი წლის წინ თავს დაესხნენ და ხელიდან კინაღამ გამოგვტაცეს ეს ოქროს კაცი, რომელიც ოთარაანთ ქვრივივითაა, უხეში და მართალი.

 

ძიას ვეძახი, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან. როგორ მამხნევებდა, ძალდატანებით გამოვყავდი მიკროფონთან და მშობლის მზრუნველობით გამოირჩეოდა სრულიად უცხო ადამიანისადმი.

 

მახსოვს როგორ მეხმარებოდა, რომ სხვებისთვის ერთად გაგვემართა ხელი და თავს მუდმივად ჩრდილში იტოვებდა.

 

1 წლის წინ, ეს ამბავი და დაზიანების ხარისხი რომ გავიგე საავადმყოფოსთან ვიდექი და ოპერაციაზე შეყვანილი ცოტნეს ექიმს ველოდი – სასოწარკვეთილი წერილი მივწერე და დავაფიცე, უნდა წამოდგე და წაიკითხომეთქი.

 

ველოდები, რომ მალე გამოჯანმრთელდება ბოლომდე და ტრადიციულად დავდგებით ერთად, თან გისაყვედურებს, იფუცხუნებს, თან გაგამხნევებს და გაგაძლიერებს.

 

ძია, მალე, მალე!“- წერს კუპრაძე.

big_banner
არქივი