logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: არასოდეს დაგვავიწყდება ეს უხმაურო, უანგარო სოციალური აქცია
- +

21 დეკემბერი. 2020. 19:14

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ პიარ დეპარტამენტის დირექტორი ქეთი ხოსიტაშვილი იმერეთში „იმერული აივნის“, „ჯორჯიან მანგანეზის“, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოხალისეების მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„Gaga-Frani Chikhladze - რაღაც მინდა, ასე, საჯაროდ გითხრა.

 

ვიცით, პანდემია ყველას შეგვეხო. ზოგს მეტად, ზოგს - ნაკლებად.  მხოლოდ ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა რთული გამოწვევის წინაშე.

 

ასეთ დროს, ადამიანური ურთიერთობები, თანაგრძნობისა და გვერდში დგომის უნარი ხშირად გადამწყვეტია. საზოგადოებრივი პლატფორმა „იმერული აივანიც“, თქვენი არაჩვეულებრივი გუნდის წევრებით, ერთ-ერთია იმ კეთილშობილ ადამიანთა შორის, ვისაც სრულად  აქვს გაზიარებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

 

Gaga-Frani Chikhladze - შენ ადრეც, ოღონდ სცენიდან შეხვედრიხარ ამ ხალხს, მაშინ სხვა სადღესასწაულო სიტუაცია იყო, სხვა განწყობები... მიხარია, რომ არც ასეთ დროს დატოვე იმერეთის ეს ორი ულამაზესი კუთხე - ჭიათურა და ზესტაფონი. მაგარი ბიჭი ხარ ძალიან!

 

ჩემი კომპანიის შესახებ კიდევ, აბა რა უნდა ვთქვა... აგერ უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზის“ გუნდის წევრი ვარ! მეამაყება  ჩემი თითოეული თანამშრომელი და ვინც მიცნობთ, იცით, რომ არასოდეს იმ საქმეში არ დავიხარჯები, სადაც ყოფნა და რა საქმის კეთებაც არ მიყვარს.

 

მადლობა „ჯიემელებს“ კეთილი ინიციატივისთვის. ადრეც ბევრჯერ მოვყევი, რომ პანდემიის დროს ფეროელები და მაღაროელები არცერთი წუთით არ გაჩერებულან და ჩვენი დიდი ოჯახი დღემდე ამ რთულ სიტუაციაშიც კი აგრძელებს მუშაობას ძლიერი ქვეყნისთვის, ძლიერი ეკონომიკისთვის, ძლიერი რეგიონებისთვის, მათი ოჯახებისთვის...

 

თუმცა, ზუსტად ვიცი, მათ ისიც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მთავარი ის კი არ არის, სახლის კარი გამოიკეტო და შენ იყო კარგად, თბილად, არამედ... ასე მოხდა ახლაც: სწორედ „ჯიემელებისგან“ წამოვიდა ინიციატივა, თანაქალაქელებს, თანასოფლელებს გვერდში დადგომოდნენ და შემდეგ ეს ინიციატივა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს გაუზიარეს... კომპანიის მენეჯმენტისგან  ქველმოქმედების მზაობა არც გამკვირვებია... ეს არც პირველია და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი იქნება.

 

10 დღის განმავლობაში, „ჯიემის“ თანამშრომლები, მათთან ერთად „იმერული აივნის“ მოხალისეები, ადგილობრივი პროფკავშირებისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე მუნიციპალიტეტში, ჭიათურასა და ზესტაფონში დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში, კარდაკარ... რამდენიმე ოჯახს მეც ვესტუმრე. დავარიგეთ პროდუქტები, საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები....ასე, მოულოდნელად ვუკაკუნებდით ადამიანებს კარზე და ვხედავდით მათ ემოციას, მადლიერ, გაოცებულ სახეებს, ბედნიერ გამომეტყველებას...

 

5300 ადამიანი ცოტა არ არის!

 

არასოდეს დაგვავიწყდება ეს უხმაურო, უანგარო სოციალური აქცია. არასოდეს დაგვავიწყდება ამ ადამიანების თვალები. არასოდეს არის ლიტონი სიტყვები - „სიკეთე გადამდებია“!

 

პანდემია დასრულდება, ყველაფერი ჩადგება კალაპოტში და ამ ადამიანებს აუცილებლად ყოველთვის დაამახსოვრდებათ ეს რთული, მაგრამ დაუვიწყარი დღეები“, - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი