logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ყოველ დეკემბერს ისე მეჩქარება ჩვენი ღმერთის დაბადება, რომ ვერ მოვითმენ გაისამდე
- +

26 დეკემბერი. 2020. 10:18

 

 

„ყოველ დეკემბერს ისე მეჩქარება ჩვენი ღმერთის დაბადება, რომ ვერ დავჯდები უქმად და ვერ მოვითმენ გაისამდე”, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყოველ დეკემბერს ისე მეჩქარება ჩვენი ღმერთის დაბადება, რომ ვერ დავჯდები უქმად და ვერ მოვითმენ გაისამდე. ვერც დასავლეთს ვაპატიებ, მათთან უფრო ადრე დაიბადოს, წელსვე და არა გაისად, ჭიქები უჭახუნონ ერთმანეთს, გილოცავ მაი დიარ (შენგენაცვალე), გილოცავ დარლინგ (შენ შემოგევლე) იძახონ და მე ვიჯდე დაუპატიჟებელი, დაბულინგებული თანაკლასელივით და კომბოსტოს ვაკნაწუნებდე შობის მოლოდინში.

 

მით უმეტეს ამ მსოფლიოში, დიდკორონობას განსაკუთრებით საჩქაროა ღმერთის აქ ყოფნა. ხოდა, თქვენი არ ვიცი და ჩემდათავად მის დაბადებას მიძღვნილ ყველა სუფრასთან ვაპირებ წამოსკუპებას. გილოცავთ, რომ გაგვიმართლა და ქრისტეს შემდეგ დავიბადეთ. დიდება ამ დღეს“, – წერს ფანჯიკიძე.

 

big_banner
არქივი