logo_geo
გოგა ჩანადირი: 10 მიზეზი, რის გამოც ადამიანი ფეიბუქზე უნდა დაბლოკოთ
- +

26 დეკემბერი. 2020. 19:23

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს საკუთარ მოსაზრებას ,იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში უნდა დაიბოლოკოს ადამიანი სოციალურ ქსელებში.

 

„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაბლოკო ადამიანი სოც. ქსელებში:

 

  1. თუ ილანძღება.

 

  1. თუ რელიგიური ან პოლიტიკური ფანატიკოსი ან ექსტრემისტია.

 

  1. თუ ზომაზე მეტ ან მხოლოდ უარყოფით სტატუსებსა და კომენტარებს წერს.

 

  1. თუ აზრის გამოთქმა შეურაცხყოფის გარეშე არ შეუძლია.

 

  1. თუ ჩასაფრებულია.

 

  1. თუ შუღლს აღვივებს.

 

  1. თუ ყველაფრის მცოდნეობას იბრალებს.

 

  1. თუ სტატუსებსა და ფოტოებს იპარავს ან ავტორს არ უთითებს.

 

  1. თუ სიცრუეს ან ტყუილ ამბებს ავრცელებს.

 

  1. თუ კლავიატურის ლომია.

 

თუ სხვა მიზეზებიც არსებობს, დაწერეთ. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს.

 

არ დაიბინძუროთ გონება, ფიქრები და ყოველდღიურობა სხვების უარყოფითი სტატუს-კომენტარებით.

 

ამას ბლოკზე ერთი დაწკაპუნებით მოახერხებთ“, - წერს გოგა ჩანადირი.

 

 

 

 

big_banner
არქივი