logo_geo
ინგა მამუჩიშვილი: პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა საჭირო ძირითადი ინგრედიენტები მიიღო
- +

27 დეკემბერი. 2020. 17:51

 

 

„შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც!!!! ნამდვილად შიმშილობენ!!! პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები,ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინგა მამუჩიშვილი წერს.

 

„შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც!!! ნამდვილად შიმშილობენ!!! პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო…

 

ასეთი ბავშვი კახექსიურად კი არ გამოიყურება, პირიქით, ზედმეტი წონა აქვს! დროთა განმავლობაში მას უამრავი პრობლემები გამოუვლინდება ნერვული, ენდოკრინული, იმუნური, სისხლის სისტემის მხრივ… ჯანმრთელ მომავალს სწორი, ბალანსირებული კვება სჭირდება! ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს უნდა ქონდეს და არა ერთეულებს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

 

big_banner
არქივი