logo_geo
ნინო ჯღარკავა: ნათელი და მართალი ადამიანები მინდა პოლიტიკაში!
- +

7 აპრილი. 2017. 23:37


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნათელი და მართალი ადამიანები მინდა პოლიტიკაში. აი ისეთი თვალებს, რომ გაგისწორებენ, გულიანად გიღიმიან. გუნდის წევრად რომ გთვლიან და შუაღამისას მტრებთან არ ირბენენ ფულით სავსე კონვერტებით და დავალებებით ძირი როგორ მოგითხარონ. მერე დილით ისევ იუდას ამბორით არ შეგხვდებიან. ისეთი ადამიანები მინდა რამეს რომ დაგპირდებიან, რომ ვერ შეასრულებენ, შერცხვეთ და თავი ჩაღუნონ, მაინც. ისეთი ადამიანები მინდა მეგობრების გვამებზე რომ არ ივლიან ხელისუფლებაში მოსასვლელად. ისეთი ადამიანები მინდა სიტყვის გატეხვას სიკვდილი რომ ურჩევნიათ. ისეთი ადამიანები მინდა სამშობლო და პატრიოტიზმი საარჩევნოდ არ გაახსენდეთ მხოლოდ. ეხ, სად არიან თორემ კი!" - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი