logo_geo
ნანუკა გრძელიშვილი: ირაკლი ჟვანიას IQ, მისი ერთადერთი შვილი, ნინაჩკა ჟვანიაა
- +

31 დეკემბერი. 2020. 12:11

 

 

„ერთხელ, ოდესმე თბილისელი ბიჭების მონუმენტი მინდა გავაკეთო..

 

სახელებს არ დავწერდი...

 

ისე, უბრალოდ, ბიჭების დიდი ჯგუფი მოვკალათდებოდით სადმე, ერთად, ხოდა, ყველა, მის მონატრებულ ძმაკაცს ამოიცნობდა.

 

აუცილებლად გავაკეთებ, ოდესმე.

 

ოდესმე...

 

ეს, რომ წავიკითხე, ირაკლი ჟვანიას გვერდზე, ისეთი სითბო ვიგრძენი, მაშინვე  გადავწყვიტე, ორიოდე სიტყვა მეთქვა, მასზე-ერთ ნაღდ თბილისელ ადამიანზე, რომელიც, სიტყვით კი არა, საქმით გამოხატავს  თავისი  ქალაქისადმი სიყვარულს.

 

მანამდე, გეტყვით, რომ ირაკლი, იმ კაცის შვილია, რომელმაც  იმდროინდელ, ერთადერთ ტელევიზიაში შემოიღო რუბრიკა: "თბილისი, ჩემი სიყვარული", ვისაც გახსოვთ, ჟურნალისტ გურამ ჟვანიას  გადაცემები, დამეთანხმებით, რომ იგი, დროს უსწრებდა და ბევრი სტერეოტიპიც დაამსხვრია, თავისი ახლებური  აზროვნებით.

 

დედა-ნინა გოგოლიშვილი, რამდენიმე წიგნის ავტორია და მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. მისი, ორი წიგნი, გამოიცა ამერიკაში.

 

ბაბუა, აკადემიკოსი, მამია გოგოლიშვილი,40 წელი იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, მან წითელ წიგნში შესული, მრავალი ხე და მცენარე გადაარჩინა განადგურებას და ახალი სიცოცხლე დაუბრუნა,360 წლიან ბაღს.

 

ეს მოკლედ, თორემ დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ  მამიას, საერთოდ   თბილისის გამწვანიანებაში.

 

ამ ყველაფერზე, იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ  ირაკლის, თავისი ქალაქის სიყვარული, ბავშვობიდანვე, ოჯახიდან  მოყვება.

 

არც ის მიკვირს, რომ ,იგი”, მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით ცხოვრობს, მითუმეტეს, როცა საქმე თბილისს ეხება.

 

ისევ, მისი გვერდიდან:

 

-სულ ცოტა ფანტაზიაა საჭირო, რომ ქალაქის ქუჩებში განწყობა შეგექმნათ.

 

-მთელი ქვეყანა გალაკტიონის ლექსებს კითხულობს, მის დაბადების დღეს, გალაკტიონის ძეგლი კი, წლებია, ჭუჭყიანი დგას, შუა ქალაქში, მილიონერთა  ქალაქში..

 

თბილისის სამხატვრო აკადემიის სკულპტურულ -მონუმენტური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მისი პირველი ნამუშევარი, პატარა უფლისწული", დაიდგა მრგვალი ბაღის სკვერში, რომელსაც, სულ ახლახანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მერე  მთაწმინდის პარკში -"ნატვრის ხე", ვაკე საბურთალოს გასაყართან, დიდი შადრევანი-"მუსიკოსები",  მუსიკალური შადრევანი ვაკის პარკში, კოლხური შადრევანი, ქუთაისში,  კინეტიკური ქანდაკება: "ნინიკო ველოსიპედით" ბათუმის ბულვარში, მოძრავი კონსტრუქცია -"პლანეტა აპოლო", უნგრეთში, რომელსაც, მსოფლიოს თავისუფლებისა და სიცოცხლის გვირგვინად მიჩნევენ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, არც ფბ ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულყოფილად აღიქვათ მისი ნამუშევრები, სამაგიეროდ, თბილისში გასეირნებისას, აუცილებლად შეამჩნევთ თანამედროვე ხედვითა და ღრმა შინაარსით გამორჩეულ მის მონუმენტებს.

 

და მაინც, ირაკლი ჟვანიას IQ, მისი ერთადერთი შვილი, ნინაჩკა ჟვანიაა, რომელსაც მთავარი ადგილი უკავია, მის გულში.

 

დრო სწრაფად გადის..

 

ირაკლისნაირ ხელოვანებს, მეტი  შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. ერეკლე მეფის ძეგლის დადგმაზეც ფიქრობს სამომავლოდ, მაგრამ, ამას მარტო ნიჭი და მონდომება არ ყოფნის.

 

P.S. ირაკლი ჟვანია.

 

შენ, აუცილებლად გააკეთებ მეგობრების მონუმენტს, რადგან ამ ქალაქში  ისევ მეგულება შენნაირად თბილისის მოყვარული, მეგობრის მოყვარული, გულიანი კაცები, თავიანთი შესაძლებლობებით, გვერდში რომ დაგიდგებიან და რომლებიც, იმ მონუმენტით, თავიანთ მეგობრებსაც მიეფერებიან.

 

ოღონდ, მე თუ გადავურჩი შენს რისხვას, ვიცი, არ გიყვარს საკუთარ თავზე ხმაური, მაგრამ, მაინც შემოგაპარე“, - წერს ნანუკა გრძელიშვილი.

 

 

big_banner
არქივი