logo_geo
16 რამ, რასაც კონსტანტინე გამსახურდია ადამიანებს უსურვებს
- +

2 იანვარი. 2021. 11:17

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კოსტანტინე გამსახურდია საზოგადოებას ახალი 2021 წლის დადგომას ულოცავს და კონკრეტული სფეროს წარმომადგენელს კონკრეტულს სურვილს უსურვებს.

 

გამსახურდიას პოსტი ეხება ყველას - ბავშვს, მოხუცს, სასულიერო თუ საერო პირს.

 

„დღეს ჩაივლის ასე უცნაურად მძიმე და უჩვეულო 2020 და გილოცავთ მეგობრებო დამდეგ შობა-ახალ წელს. შევეცდები ყველას, ქალებს და კაცებს, ნაცნობებს და უცნობებს გარკვეული რამ ვუსურვო საახალწლოდ:

 

ვინც სნეულებაშია ან სიცოცხლისთვის იბრძვის - გამოჯანმრთელება.

 

ვინც მათი მკურნალი და ექიმია - რწმენა საკუთარი საქმის გამარჯვებისა.

 

ვინც სიმართლისთვის იბრძვის - ძალა და ენერგია.

 

ვინც სახელმწიფოს სამსახურშია - თავიანთი გულწრფელი მსახურების დაფასება.

 

ვინც შემოქმედია - ულევი ინსპირაცია და შთაგონება.

 

ვინც უცხოობაშია - სამშობლოში დაბრუნების იმედი არ მოშლოდეს, მისი ხატი მუდამ გულში ჰქონოდეს.

 

ვინც ფიზიკურად შრომობს - თავისი მარჯვენის ნაყოფი თავადაც ეხილოს.

 

ვინც ღვთისმსახურია - უფლის მადლი და წყალობა.

 

ვინც იარაღით ხელში სამშობლოს სადარაჯოზეა ან მართლწესრიგს იცავს - უღრუბლო ცა, და თუ (ღმერთმა დაიფაროს!) საჭირო გახდა, ულევი სიმამაცე და გონივრული შეუპოვრობა.

 

ვინც ცოდნას იძენს - წარმატებულად დაესრულებინოს, რომ ცხოვრებაში, ანუ ყველაზე დიდ და არსებით უნივერსიტეტში ასევე წარმატებულად გადადგას ფეხი.

 

ვინც იკვლევს და ცოდნას გადასცემს - ნათელი და სიცხადე შემეცნებისას.

 

ვინც სხვებისთვის ზრუნავს - თავად ამ სიკეთის წყარო და სათავე სიხარულით განეცადოს საკუთარ თავში, მით უმეტეს, რომ სიკეთე სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

 

ვინც მოხუცია და მარტოხელა - ნუგეში და მხნეობა.

 

ვინც ბავშვია - მშობლების კარგად ყოფნა.

 

ვინც ქართველია - ჩვენი ქვეყნის სამზეოზე გასვლა.

 

ვინც მსოფლიოს ერთა წარმომადგენელია - მშვიდობა სპინოზასეული გაგებით, რაც მხოლოდ ომის არ-არსებობა როდია, არამედ დიდი სიქველე, სულის ძალთაგან შობილი“, - წერს კოსტანტინე გამსახურდია.

 

 

big_banner
არქივი