logo_geo
მამა პეტრე: მე სხვა მეტი არაფერი მაბადია...
- +

3 იანვარი. 2021. 22:18

 

„ეს ლექსი 15 ის ვიყავი, რომ დავწერე, ახლა შემახსენეს”, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს და ლექსს აქვეყნებს.

 

„მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,

მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი.

თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია,

თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი…

 

მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,

ჩემი გულის გაზაფხული სხვა არის.

სიმარტოვე უკვდავების აღმართია

და სიჩუმე მონატრების ტაძარი!..”

 

 

 

 

big_banner
არქივი