logo_geo
ნათია ჯიმშელეიშვილი: გეტყვით ახალ ამბავს...
- +

4 იანვარი. 2021. 12:08

 

 

ჟურნალისტი და პოეტი, ნათია ჯიმშელეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„მოკლედ , მოგწყვეტთ დროებით საახალწლო ეიფორიას და გეტყვით ახალ ამვავს. ამბავს, რომელიც და რომლის მსგავსიც იცით, რომ ჩემი ცხოვრების ძვირფასი საქმის, პოეზიის, სამწერლო, ჟურნალისტური მიღვაწეობის და საერთო  ენთუზიაზმის უდიდესი ნაწილია.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ეს ფოტო გამომიგზავნა და თან მომწერა, რომ, ეს ძეგლი (ჯ ვ ა რ ი) თურქეთში, ქალაქ ყარსში სახლის აშენების მიზნით საძირკველის გათხრის დროს ერთი თვის წინ უპოვიათ.

ჯვარზე ამოტვიფრულია ძველი ქართული, ასომთავრულით, როგორც ხედავთ ჯვარი დაზიანებულია და ცალი ფრთა ჩამოტეხილი აქვს, ამიტომ შეუძლებელია წაიკითხო სრულყოფილად მასზე დატანილი წარწერა. სავარაუდოდ წერია (სპეციალისტის თქმით)

- წმინდაო გიორგი შეიწყალე მიქაელ მჭედელი.

შესაძლოა ეს ადგილი ძველი ქრისტიანული საფლავის, ან საერთოდ სასაფლაოს ნიშანი იყოს.

როგორც ვიცით,  ყარსი საქართველოს  ისტორიული უძველესი ნაწილია, 2021 წლის 13 ოქტომბერს, ზუსტად 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ქალაქ ყარსის მმართველის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ახალი საზღვრები დადგინდა საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის.

ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით, საბჭოთა კავშირს გადასცა და ნაცვლად ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.“ -წერს ჯიმშელეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი