logo_geo
ზვიად კირტავა: „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
- +

7 იანვარი. 2021. 02:20

 

დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით პირველი პაციენტი აცრეს. „ჯეოიქსის“ მკვლევარი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დაწყება, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

„ბრიტანეთმა დაიწყო ბრიტანული - AstraZeneca-Oxford ვაქცინის გამოყენება. პირველად ვაქცინა დიალიზის პროგრამაზე მყოფ 82 წლის  ბრაიან პინკერს გაუკეთდა. ქვეყანაში, სადაც პფაიზერის ვაქცინით 1 მილიონზე მეტი პაციენტია აცრილი, დღეს ხელმისაწვდომი გახდა ასტრაზენეკას 500,000-ზე მეტი დოზა. სულ მთავრობას ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი. ინფიცირების მაღალი ტემპის გამო არაა გამორიცხული, მესამე საერთოეროვნული „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს და სკოლებიც დაიხუროს.

ასტრაზენეკა-ოქსფორდის ვაქცინის გამოყენების დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიო მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვისა და გლობალური წარმატებისთვის - ეს ვაქცინა ყველაზე იაფია, უფრო ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, გაცილებით იოლად შესანახი და ტრანსპორტირებადია ვიდრე მ-რნმ ვაქცინები და მისი წარმოების დაგეგმილი მოცულობაც ყველაზე დიდია - 2.9 მლრდ. დოზა. თანაც ჯანმოს და ვაქცინების ალიანსის კოვაქსის ვაქცინების პროგრამაში სწორედ ამ ვაქცინაზე კეთდება აქცენტი. თუ დამატებითი კვლევის შედეგად დადასტურდა პირველადი შედეგი (რომელიც ჯერჯერობით მცირე ზომის ქვეჯგუფისა და ასაკოვანი პირების   ნაკლებობის გამო არა იქნა დამაჯერებლად ჩათვლილი), რომ პირველ ჯერზე ვაქცინის ნახევარი დოზით შეყვანა შეიძლება უფრო ეფექტურ იმუნიტეტს იძლეოდეს, ესეც დადებითი ფაქტორი იქნება“, - წერს კირტავა.

 

 

big_banner
არქივი