logo_geo
ბიჭი, რომელიც ონლაინგაკვეთილებს ტყის პირას, სახელდახელოდ აშენებული ქოხიდან ესწრებოდა, „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიატი გახდა
- +

7 იანვარი. 2021. 02:00

 

11 წლის ალექსანდრე წოწკოლაური „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიატი გახდა. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირეტქორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს ჩემი ახალი მეგობარი, ალექსანდრე წოწკოლაურია. ალექსანდრე ალბათ გახსოვთ - ის ბიჭია, სპეციალურად მოწყობილი ქოხიდან რომ ერთვებოდა გაკვეთილებს მოციმციმე ინტერნეტით. დღეს ის გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატია, აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, კომპიუტერი და 18 თვე უფასო უწყვეტი ინტერნეტი. დღეს მის სამ მეზობელ ბავშვსაც მოვუწყვეთ პატარა ბიბლიოთეკა“, - წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი