logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: თუ სათხოვარი არ მაქვს, ყვავილებს ვრგავ სიყვარულის სახელით...
- +

7 იანვარი. 2021. 02:42

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

,,ჩემი ლოცვა როგორია იცით? - რომელიმე წერტილს ამოვირჩევ (ის ხომ ყველგანაა), მივიღებ ზუსტად ისეთ გამომეტყველებას, ბავშვობაში ეზოში ჩასვლას რომ ვეხვეწებოდი დედ-მამას და ღმერთო, გთხოვ რა.. - ვიწყებ შესაბრალისი სახით. თუ მალევე არ შემისრულდა, მეორე დღესაც ვუმეორებ - აუ, ხომ გთხოვე?? გთხოოოვ... გთხოოვ.. გთხოოვ რაააა, რა მოგივა.. და იმდენ ხანს ვეღრიჯები, სანამ ბოლოსდაბოლოს შემისრულდება.

ზოგჯერ რამდენიც არ უნდა ვეღრიჯო, არ მისრულებს, მაგრამ ძალიან არ მწყინს.

მესმის, რომ ყველაფერზე არ ყოფნის რესურსი. შეუგნებელი კი არ ვარ. თუ სათხოვარი არ მაქვს, ყვავილებს ვრგავ სიყვარულის სახელით, ძალიან კარგი და საყვარელი შვილივით, მშობლებს რომ საბავშვო ბაღში ლამაზ ღია ბარათებს უმზადებს და მოაქვს მერე ამაყად და მერე ასევე ამაყი მშობლები ფბ-ზე რომ დებენ - "აი რა გამიკეთა საშობაოდ ჩემმა გოგომ" და კომენტარებში ვუწერთ ყველა - "ოქრო და ბრილიანტი ეგა".

 

დარწმუნებული ვარ, ღმერთსაც ასე მოსწონს ჩემი დარგული ყვავილები. ხოდა კიდევ ისა... სულ რომ "ობოლი" ვიყო, მაინც დავრგავდი. აბსოლუტური სიყვარულის იდეას დავურგავდი. ყველაფერი მომწონს, რაც ამ იდეას ემსახურება, სულერთია როგორი ფორმით", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი