logo_geo
ირაკლი შონია: ძალიან დამწყვიტა გული...
- +

8 აპრილი. 2017. 19:50



 

ჟურნალისტი ირაკლი შონია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან დამწყვიტა გული, მისი ამ ქვეყნიდან წასვლით, თითქოს ჩემი ეროვნულ მოძრაობაში ყოფნის საუკეთესო წლებიც ძალიან შორს დარჩა... თენგიზ კიკაჩეიშვილმა ყველაზე რთულ წლებში ითავა მრგვალი მაგიდის თაოსნობა, როდესაც იარაღით იხვრიტებოდა მშვიდობიანი მიტინგები და უამრავ ადამიანს ციხის გზაზე აყენებდნენ... ბევრი იყო მისი სტუდენტი მაშინდელ მიტინგებზე, მე მისი სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, უზომოდ ვცემდი პატივს და ისიც პატარა ბიჭივით შეხუმრებული იყო ჩემთან... არც ერთ მიტინგზე გვერდიდან არ მოვცილებივარ, უამრავი რამის გახსენება შემიძლია მასთან ურთიერთობის, მაგრამ დღეს არა... დღეს ძალიან დამწუხრებული ვარ... ძნელია ყველაფრის გადმოცემა... მან ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო, რეპრესიები, დაუმსახურებელი ლანძღვა, დევნა, დაპატიმრება და რაც მთავარია მისი ძვირფასი რატის სიკვდილი, უფრო სწორედ გმირულად დაღუპვა გაგრაში და მამის მწუხარე, სევდით სავსე პოემის დაწერა შვილისადმი... წლებმა გატეხა, უსამართლო წლებმა! მის გარეშე უნივერსიტეტი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩემს დროს! მას სჯეროდა და სწამდა იმ ქვეყნის და შვილთან შეხვედრის, სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილებთან კვლავ შეხვედრა სასუფეველში! უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, იქ სადაც მართალნი განისვენებენ!

 

მშვიდობით თენგო!" - წერს ირაკლი შონია.



 

big_banner
არქივი