logo_geo
თემურ გვალია: ბატონო პრეზიდენტო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან...
- +

8 აპრილი. 2017. 22:56



მსახიობი თემურ გვალია საქართველოს პრეზიდენის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წამოიწყო „კამპანია", საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

იგი პირველ რიგზე, უკვე შეხვდა სტუდენტებს და გაოცება ვერ დამალა იმის შესახებ, თუ რა უფლება აქვს ხელისუფლებას, მოსახლეობას მოუსპოს და წაართვას ხმის მიცემის ტრადიცია, რომელიც თურმე 25 წელია არსებობს „დამოუკიდებელ" საქართველოში!

 

ბატონო პრეზიდენტო, ახლა აგაღელვათ ტრადიციების თემამ? ტრადიციაა და ხალხს არ უნდა ეძალადოს მთავრობაო, ამას თქვენ ამბობთ?

 

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: თავად პატივს სცემთ ქართველების მიერ ომით, სისხლით, საკუთარი სიცოცხლის ფასად მოტანილ ტრადიციებს?

 

„ტრადიცია" ხომ სიცოცხლეს მაშინ წყვეტს, როცა იგი მომავალ თაობებს არ გადაეცემა.

 

განა „ელგებეტეს" დროშებს აფრიალებდა ქართველი კაცი რომელიმე საუკუნეში და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ტრადიცია? განა მათ წახალისებას ცდილობდა ოდესმე ჩვენი ქვეყნის რომელიმე მმართველი, ჩვენი სარწმუნოება? თუ ახალი ტრადიციების დანერგვა გადაწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში?

 

თქვენ თავად ხართ არატრადიციულობის მომხრე და მხარდამჭერი!.. თქვენ და თქვენი მომხრე „პოლიტ-ელიტა" თუ ხალხის ის ნაწილი, ვინც მხარს გიჭერთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ ტრადიციები მოსპოთ ამ ქვეყანაში და გინდათ გავხდეთ „სილიკონის" ქვეყანა, რომელსაც ხან ძუძუებში ჩაიფენს რომელიმე „პრადვინუტი" ქვეყანა, ან დუნდულებში, რათა თვითონ იგრძნოს თავი კომფორტულად. პირადად მე სულაც არ მინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ვინმეს ქვეშაგები ან რომელიმე ქვეყნის „აქსესუარი"...

 

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია თქვენი არატრადიციულობის მომხრეობის შესახებ, მაგრამ აღარ მინდა კედელს ცერცვი შევაყარო...

 

და ყველაფერ ამის შემდეგ, გამოდიხართ და 25-წლოვან ტრადიციებზე უკითხავთ ხალხს ლექციებს, როცა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები სულ საქსოვ ჩხირზე გკიდიათ შალის ხვეულასავით?

 

არადა, უნდა ვაღიარო, კარგად შეგვისრულეს თქვენი სახით და თქვენც მშვენივრად მოირგეთ პრეზიდენტის როლი", - წერს თემურ გვალია.



 

big_banner
არქივი