logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: აი, რა უნდა აკეთოს ზაზა პაპუაშვილმა, მართლაც უნიჭიერესმა მსახიობმა
- +

9 იანვარი. 2021. 13:56

 

 

„საჭირო იყო ზაზა პაპუაშვილის საპარლამენტო გაბრძოლებანი, მაგრამ ხელოვნებაში კიდევ უფრო საჭიროა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„ჯერ კარგად ვერც გავრკვეულვარ, ვინ გადაიღო, რომელი მსახიობები თამაშობენ, მაგრამ ეს ვიცი:

 

ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავია“  და ზაზა პაპუაშვილი კითხულობს.

 

აი, რა უნდა აკეთოს ზაზა პაპუაშვილმა, მართლაც უნიჭიერესმა მსახიობმა.

 

აი, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული „იმედის“ ტელევიზია.  

 

***

საქართველო ნამდვილად გადასარჩენია, მაგრამ მას სააკაშვილი, ნათელაშვილი, ბურჯანაძე და მსგავსნი მათნი კი ვერ გადაარჩენენ, არამედ: „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და...“

 

აქ სამ წერტილში მარტო გალაკტიონი კი არ იგულისხმება, არამედ: ტატო, ლადო, ანა, მურმანი, მუხრანი...

***

აქ ბევრი ვინმე იგულისხმება.

 

ფიროსმანი, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, სუხიშვილები, ლაღიძე, კვერნაძე, გონაშვილი, სტურუა, ჩხეიძე, ერქომაიშვილი... 

 

ზაზა პაპუაშვილიც მათი გორისაა.

 

ჰოდა, აკეთოს ის, რისთვისაც უფალმა ამქვეყნად მოავლინა.

 

კი, საჭირო იყო მისი საპარლამენტო გაბრძოლებანი, მაგრამ ხელოვნებაში კიდევ უფრო საჭიროა.

 

ესეც ბრძოლაა.

 

ვაჟასთან ერთად...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი