logo_geo
ნინო ჯღარკავა: ბიძინა იყო, არის და იქნება ადამიანი, ვინც შეცვალა საქართველოში რეჟიმი
- +

11 იანვარი. 2021. 14:40

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რომ გითხრათ, მომეწონა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მოგატყუებთ, არა, არ მომეწონა, მე ვთვლი, რომ პირიქით, უფრო დიდი დოზით უნდა ჩართულიყო პოლიტიკაში და გუნდის მმართველობაში, ბიძინას გარეშე „ოცნება“ არ არსებობს არც ჩემთვის და არც მხარდამჭერებისთვის, ბიძინა იყო, არის და იქნება ადამიანი, ვინც შეცვალა საქართველოში  რეჟიმი, შეცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩაგვისახა იმედი და გვასწავლა ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის! მე მადლიერი ვარ! მადლობა, მადლობა, მადლობა!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი