logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: ამ კაცმა, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი, გააერთიანა მთელი პროგრესული ქართული საზოგადოება
- +

12 იანვარი. 2021. 18:36

 

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ივანიშვილი იმ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე:

 

როდესაც ქვეყანაში კაენის დამპალი სული ზეობდა!

 

როდესაც  ოპოზიცია ჭაობიდან თავს ზევით ვერ ყოფდა და იქიდან ბაყაყებივით მხოლოდ ყიყინს თუ ახერხებდა!

 

როდესაც ერთი ფილა შოკოლადის მომპარავ მშიერ ბავშვს შვიდი წელს უსჯიდნენ, ხოლო გვირგვლიანის მკვლელებისათვის ამინისტიას აცხობდნენ!

 

როდესაც ადამიანს ადამიანად აღარ თვლიდნენ!

 

როდესაც ხელისუფალთა აღვირახსნილობებს, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას ქუჩებში, ოჯახებში შევარდნებს, ციხეებში ადამიანთა წამებებს საზღვარი არ ჰქონდა!

 

როდესაც ჩვენს სამშობლოში აბუჩად იგდებდნენ ტრიადა „მამულს, ენას და სარწმუნოებას“!

 

ანუ როდესაც გათახსირებულ მანიაკთა ხელისუფლებაში მოკალათებული ჯგრო ყოველნაირად ცდილობდა საქართველოსათვის ნამუსის და ღირსების აყრას!

 

და ამ კაცმა, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი, შეძლო,  მოახერხა და გააერთიანა მთელი პროგრესული ქართული საზოგადოება და ჩვენს სამშობლოს კანონიერი, მშვიდობიანი არჩევნების გზით, დასავლელი მეგობრების დახმარებით მოაშორა ხელისუფლებაში მოკალათებულ დამნაშავეთა ბანდა!

 

რაც მთავარია ყოველივე ეს გააკეთა ყოველგვარი რევანშიზმისა და სხვა რეპრესიული „იზმების“ გარეშე!

 

ანუ ამ ღვთისნიერმა კაცმა საქართველო გადაარჩინა უცილობელ მასობრივ და სასტიკ სისხლისღვრა!

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან გააკეთა უმთავრესი ის არის, რომ პირველად დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე საქართველოში არ ყოფილა ომი და არ დაუკარგავს ტერიტორიები!

 

და რაც უმთავრესია კიდევ! აპენდიციტის და სხვა ოპერაციების გაუკეთებლობის გამო არ დაღუპულან ადამიანები!

 

ბიძინა ივანიშვილმა თავის მიერ შექმნილ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობას აღუდგინა ღირსება და ათასობით ოჯახი გადაარჩინა მანქურთთა მიერ ფიზიკური განადგურებისაგან!

 

ამიტომაც დარწმუნებული ვარ მომავალი თაობები და ისტორიკოსები მის ქმედებებს შეაფასებენ, როგორც დიდი მამულიშვილის მოღვაწეობას!

 

და ამიტომაც ის არის ქართველი, რომელსაც შეუძლია ამაყად თქვას: „მე აქ ვიდექი, ვდაგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“.

 

საქართველო ძნელად, გვიან, მაგრამ არასდროს ივიწყებს ქვეყნისათვის თავდადებულ ასეთ მამულიშვილებს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

big_banner
არქივი