logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: 9 აპრილი უნდა აღინიშნებოდეს, როგორც უდიდესი გამარჯვების დღე!
- +

9 აპრილი. 2017. 19:36



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე 9 აპრილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„28 წელია ქართული მედიის და საზოგადოების არცთუ ისე პატარა ნაწილი ისტორიის გაყალბებას და 9 აპრილის გლოვად წარმოაჩენას ცდილობს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არცერთ ქვეყანაში მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. 1989 წელს ჩვენი გმირების სისხლმა თავისი შედეგი გამოიღო და ორ წელიწადში მათი სახელების უკვდასვსაყოფად, 1991 წელს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის დღე გამოახადა. სწორედ 1989 წლის 9 აპრილმა დაუდო საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ამიტომ ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს, როგორც უდიდესი გამარჯვების დღე", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

big_banner
არქივი