logo_geo
კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა
- +

16 იანვარი. 2021. 21:20

 

ირაკლი კობახიძემ თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა,  მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

 

როგორც კუჭავა აცხადებს, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ.

 

გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

 

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ. იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში”, - წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637766-kaxa-kuchava-meamaqeba-irakli-kobaxizestan-megobroba-da-mjera-rom-misi-mtavari-carmatebebi-jer-kidev-cinaa

 

 

big_banner
არქივი