logo_geo
მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა
- +

19 იანვარი. 2021. 19:44

 

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა. მისი რჩეული თაზო ჯახუტაშვილია. მომღერლის დედა, ხათუნა ჟორდანია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სიძის შესახებ წერს.

 

„რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!!

 

ჩემი შვილი გათხოვდა, უკვე დიდი ხანია.

 

რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

 

ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.

 

ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ, ნინი ქარსელაძე და თაზო ჯახუტაშვილი", - წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი