logo_geo
თემო გოცაძე: სოტბის აუქციონზე ქართული ხელოვნების ნიმუშები რუსული არტის სახელით იყიდება
- +

20 იანვარი. 2021. 00:24

 

საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოტბის აუქციონზე ქართული მხატვრობის რუსული არტის სახელით გაყიდვის მორიგ ფაქტს ეხმაურება.

 

„სოტბის აუქციონის ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ დეკემბერში გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი.

 

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვრები თანდათან იპყრობენ საერთაშორისო სააუქციონო სივრცეებს, მაგრამ გრძელდება ტენდენცია იმისა, რომ დაწყებული ფიროსმანიდან, დღემდე ქართული ხელოვნება იყიდება რუსული არტის სახელით.

 

ეს პრობლემა გრძელდება უკვე 30 წელია და სამწუხაროდ, სამინისტრო უმოქმედოა. მიმაჩნია, რომ 2 ორგანიზაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს რეაქცია რუსეთის მსგავს ექსპანსიაზე. ეს არის კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა, სადაც რეალურად დღეს ვცხადდებით რუსულ ხელოვნებად!“, – წერს თემო გოცაძე.

big_banner
არქივი