logo_geo
გიორგი კალანდია: ახლა ვხვდები, რომ ეს არქივი აუცილებლად უნდა გამოვცეთ...
- +

20 იანვარი. 2021. 18:08

 

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, „ფეისბუქზე“ უნიკალურ ისტორიულ ფოტოებს აქვეყნებს და შემდეგ პოსტს წერს:

 

„ირაკლი ქავთარაძე ქართველი რობერტ კაპაა, მისი 500-ზე მეტი უნიკალური ფოტო დაახლოებით 8 წლის წინ ხელოვნების სასახლეში მე და ლელო ჭიჭინაძემ მივიტანეთ, უფრო სწორად, ოჯახიდან გადმოვიტანეთ. ახლა ვხვდები, რომ ეს არქივი აუცილებლად უნდა გამოვცეთ, აქ არის დავითგარეჯი, არმაზის გათხრები, სამთავისი, ვინ მოთვლის რამდენი ძეგლი და ღირსშესანიშნავი მოვლენა. მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში“, - წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი