logo_geo
გიორგი ფხაკაძე: საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში
- +

20 იანვარი. 2021. 21:47

 

 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.

 

ფხაკაძის თქმით, არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს.

 

„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს“, - აღნიშნა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს.

 

ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.

 

„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ, რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში. როცა „ნამცეცობები“ დარჩება, იმ „ნამცეცობებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

 

 

big_banner
არქივი