logo_geo
რობერტ სტურუა: აბა, სწრაფად, ლაფი და ბოღმა! გულისფანცქალით ვუცდი!
- +

21 იანვარი. 2021. 15:53

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და შემდეგ პოსტს წერს:

 

„ახმეტელის ოცნება ახდა, მაგრამ...

 

ამბობენ, რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრი გახდაო!

 

არავის გაუხარდა!

 

არავის!

 

თეატრმცოდნეები ვერ იტანენ რუსთაველის თეატრს, რადგანაც 1937 წელს, როცა დაარბიეს დიდი ახმეტელი, თეატრის კრიტიკოსებმა და მეცნიერებმა სიჩუმე ამჯობინეს - კომპრომისების ფუმფულა ლოგინში ჩაწვენენ და ღალატის ფერადი და ძვირფასი საბანი გადაიფარეს.

 

ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ქართული თეატრისადმი მიძღვნილ კვლევაში, კოდიკო ჩხარტიშვილს სანდრო ახმეტელი დაავიწყდა!

 

მაგრამ „დღის კოდს“ კი ძალიან გაუხარდა:

 

„ჩხარტიშვილის კოდი -  თვით  ჭეშმარიტებაა, ყველაფერი გაივლისო, განავალია ცხოვრებაო!..“ აღმოხდა ბატონ დავითს - თეატრების აღმაშენებელს!”

 

აბა, სწრაფად, ლაფი და ბოღმა! გულისფანცქალით ვუცდი!

 

ფოტოზე:

 

ახმეტელის ზარს ვრეკავ, ვნებათა მონებო!“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

big_banner
არქივი