ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სოლომონ ისაკიჩ ხაზარაძე გაცილებით უფრო ბნელი და საშიშია, ვიდრე გვგონია.
ეს კარგად გამოჩნდა ელისაშვილთან დაპირისპირებისას - არა იმდენად სიტყვებში, რამდენადაც თვალებში.
***
თვალებში შემომხედეო, - ეუბნებოდა ელისაშვილი.
როგორ შეხედავდა?!
სოლომონ ისაკიჩი, მართალია, უბირია, მაგრამ ის იცის (გაგონილი აქვს), რომ თვალები ყველაფერს ამბობენ.
***
ისე, თვალებში ელისაშვილს იქ უნდა შეეხედა - ფანჩატურში. იქ უკეთ გამოჩნდებოდა...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.