logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ისე, ხაზარაძესთვის ელისაშვილს თვალებში იქ უნდა შეეხედა - ფანჩატურში, იქ უკეთ გამოჩნდებოდა...
- +

21 იანვარი. 2021. 16:42

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სოლომონ ისაკიჩ ხაზარაძე გაცილებით უფრო ბნელი და საშიშია, ვიდრე  გვგონია.

 

ეს კარგად გამოჩნდა ელისაშვილთან დაპირისპირებისას - არა იმდენად სიტყვებში, რამდენადაც თვალებში.

 

***

თვალებში შემომხედეო, - ეუბნებოდა ელისაშვილი.

 

როგორ შეხედავდა?!

 

სოლომონ ისაკიჩი, მართალია, უბირია, მაგრამ ის იცის (გაგონილი აქვს), რომ თვალები ყველაფერს ამბობენ.

 

***

ისე, თვალებში ელისაშვილს იქ უნდა შეეხედა - ფანჩატურში. იქ უკეთ გამოჩნდებოდა...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

big_banner
არქივი