logo_geo
ირაკლი ჟვანია: და ამ დროს მეხივით იქუხა ჯემალის „ტიტებმა“...
- +

10 აპრილი. 2017. 02:58


 

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში 9 აპრილს შემდეგი სახის სიტყვებით იხსენებს:

 

„იმ საშინელ დღეს მოწამლული ვიყავი...მახსოვს მრგვალ ბაღში სადაც ჩემი ბიჭი დგას, ბეტეერი იდგა...

საშინელი გრძნობა მახსოვს - დამცირების, უსუსურობის, ტკივილის, მოლოდინის შიშის...

„ახლოს არ მიხვიდეთ რუსებთან!" - ერთადერთი რაც ქართველებს შეგვეძლო მაშინ ეს იყო, მეტი ვერაფერი...

და ამ დროს მეხივით უქუხა ჯემალის „ტიტებმა"...ეხლაც მახსოვს როგორ დამიბრუნა მაშინ ამ სიმღერამ მე ქართველს გალახული თავმოყვარეობა...ჩვენ გვესვრიან, ჩვენ კი ვმღერივართ...ეს იყო შოკი, ერის პასუხი ტანკებზე და გაზზე, ტყვიაზე და ადამიანების დაღუპვაზე...

ხანდახან ხდება ისე, რომ ერთი სიტყვა, ლექსი, სიმღერა ეროვნულ სიმძიმეს იძენს და ლამის ჰიმნის ტოლფასი ხდება.

აი ესეთი ჰიმნი გააკეთა ჯემალმა იმ წუთას, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

საზოგადოება უმადურია, მითუმეტეს პერტიები თუ მთავრობები, მათ შორის ჯემალის მიმართ...

ჩვენ გვახსოვს.

 

გმადლობთ ჯემალ, იმ დღეებში საქართველოს გულის გამაგრებისთვის.

 

გვიყვარხარ.

 

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი" , - წერს ჟვანია.

 

 




 

big_banner
არქივი