"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მართალია საშინელი ამბავი დამატყდა თავს გუშინ და ძალიან განვიცდი,მაგრამ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხე და იმდენი სიყვარული და დადებითი ენერგია გამოგზავნეთ რომ დღეს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს!“, - ამის შესახებ მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! ძალიან მიყვარხართ ყველა!" - დასძენს რაჭველიშვილი.
ცნობისთვის, ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ თავად დაწერა.