logo_geo
ქეთი წიკლაური: ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით რომ სიმართლეა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ მისამძიმრებდით!
- +

27 იანვარი. 2021. 02:55

 

თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  წერს, რომ მომღერლის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა, სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

 

,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო!

მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა.

მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის.

მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დღეს, რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს!

პირდაპირ ვიტყვი - ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს!!! ვინაიდან ერთი სიტყვიდაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი ,,ჟურნალისტი'' ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვედ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია.

ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას).

აქედან გამომდინარე, გთხოვთ ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს, ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის აუთენტურობა.

ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?!

როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნობებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას.

ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით რომ სიმართლეა, ზუსტად ისევენაირად როგორც მაშინ მისამძიმრებდით!

თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა - ქეთი მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, - ხომ არ ჯობია მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მიწერეთ მათ და შეეკითხეთ საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა?და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ.....აბა კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში...

გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ მამა რომ კარგად იყოს.

ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე.

გმადლობთ", - წერს ქეთი წიკლაური.

 

 

big_banner
არქივი