logo_geo
სანდრო ბრეგაძე: საოცრება მოვახდინეთ! კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობა!
- +

10 აპრილი. 2017. 15:20




„საოცრება მოვახდინეთ! კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.


„საოცრება მოვახდინეთ! იქით მამათმავლები, სოროსი, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სახალხო დამცველი, „ნაციონალური მოძრაობა", ბოკერიას ჯგუფი, „გირჩი-მირჩი" და სხვა წურბელები, „რესპუბლიკელები", „ოცნების" ლიბერასტული ნაწილი და მილიონებით დაფინანსებული ქართველთმოძულეთა არმია - აქეთ კი ჩვენ, უფულოდ, უტელევიზიოდ, შიშველი ხელებით, მაგრამ 250000 გულანთებული ქართველის ხელმოწერით ზურგგამაგრებული - დავაგდეთ, გავიმარჯვეთ, გავაცამტვერეთ და თავზე დავამხეთ ქართველთმოძულეთა ოცნება, რომ ოდესმე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებულიყო. ჩვენი ზეწოლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობა! გილოცავთ გამარჯვებას! თუ ერთად ვიქნებით, ყოველთვის გავიმარჯვებთ! წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაა!" - წერს ბრეგაძე.




 

big_banner
არქივი