logo_geo
ოთარ აბესაძე: დააკვირდით, როგორ ცდილობს ოპოზიცია, ქულები ჩაიწეროს...
- +

10 აპრილი. 2017. 19:08



თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ძალიან გთხოვთ, კარგად დაუკვირდეთ იმას, თუ როგორ იქცევა ოპოზიცია და როგორ ცდილობს, „ბავშვთა სამყაროს" დაწვით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.

 

1. გაჩნდა ხანძარი კერძო საკუთრებაში და დაზარალდნენ ადამიანები. როგორც „ბავშვთა სამყაროს" მეპატრონეები, ისე მოვაჭრეები.

 

2. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ჩააქრო ცეცხლი, დაასუფთავა ტერიტორია და ა.შ.

 

3. მერიამ მოვაჭრეებს შესთავაზა ალტერნატიული ფართები.

 

4. მერიის შუამდგომლობით, 6 თვით მოხდა მოვაჭრეების საბანკო ვალდებულებების გადავადება.

 

5. მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები და ბიზნესმენები არ სარგებლობდნენ არანაირი დაზღვევით და ვერანაირად ვერ ხერხდებოდა მათი ზარალის ანაზღაურება, სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება და გარდა ზემოანიშნული შეთავაზებებისა და პირობებისა, ხანძრით დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარებისათვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო 1 100 000 ლარი.

 

ხდება მორიგი საოცრება.

 

1. ოპოზიცია იძახის, ჩვენ ვაიძულეთ მერია, რომ ეს თანხა გადაეხადაო.

 

2. ოპოზიცია იძახის, რომ ძალით გადაწვეს „ბავშვთა სამყარო"... არადა, რეალურად, თვითონ „ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობამ გამოაძევა ნიკა მელია ტერიტორიიდან ფაქტის პოლიტიზირების გამო.

 

რეალურად, სახელმწიფო დაუდგა ამ ადამიანებს გვერდით და გააკეთა მაქსიმუმის მაქსიმუმი. და ვინ ცდილობს ქულების დაწერას? ოპოზიცია, რომ თურმე მათ აიძულეს ხელისუფლება.

 

დასკვნები თქვენ გამოიტანეთ", - წერს ოთარ აბესაძე.



 

big_banner
არქივი