logo_geo
გურამ ჯაში: ავადმყოფობის გამო ვერ გემშვიდობები...
- +

10 აპრილი. 2017. 22:57


 

მსახიობი გურამ ჯაში სოციალურ ქსელში გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ცხოვრებასა და ხელოვნებაში გზის გამკვლევი მამობილის, ჩემი ზახარიჩის გარდაცვალების გამო. ავადმყოფობის გამო ვერ გემშვიდობები. განვიცდი. მუდამ შენი მადლიერი გურამ ჯაში" ,- წერს მსახიობი.


შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.


 

big_banner
არქივი