logo_geo
გიორგი სუხიტაშვილი: მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის
- +

1 თებერვალი. 2021. 19:19

 

დღეს, პირველ თებერვალს მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა. მომღერალს უმცროსი კოლეგა, გიორგი სუხიტაშვილი ემშვიდობება და ქართული ესტრადის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.

 

„სამწუხაროდ, ჩვენი არწივი გაფრინდა.

 

დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე.

 

შენი ნამღერი „მინდვრებო ჩამოქარგულო“ ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზიტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი... მოგვენატრები!

 

სამწუხაროა, რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ, ვერ მოვისმინე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს, რაზეც მეცადინეობდა) .... მშვიდობით არწივო...“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

 

 

big_banner
არქივი