logo_geo
მაია კახიძე: მართლა დიდი არწივი, თემურ წიკლაური აღარ გვყავს!
- +

1 თებერვალი. 2021. 20:41

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურის გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერს:

 

 "სამწუხაროდ, წუხელ, გვიან ღამით თემურ წიკლაური გარდაიცვალა... ახლა, ამ წუთებში, გორიდან გადმოჰყავთ თბილისში. წერაც მიჭირს ახლა, ფიქრიც და აზროვნებაც. გული ხომ საგულეში აღარ მაქვს. ისეთი უფროსი მეგობარი დავკარგე, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. მისი ახლო მეგობრებიც ძალიან ცუდ დღეში არიან ამ ტკივილის გამო, ოჯახი ხომ... ვუსამძიმრებ ქალბატონ ლილი ზღვაურს, ქეთის, სანდროს... შეუდარებელი მეუღლე, მამა და ბაბუა დაკარგეს. ღმერთო, ჩემო, როგორ დააგვიანა ექიმთან მისვლა და აი, მისი დაზიანებული ფილტვების შედეგი. ვუსამძიმრებ საქართველოს! მართლა დიდი არწივი, თემურ წიკლაური აღარ გვყავს! მეტის წერა არ შემიძლია... ეს რეგულაციები კიდევ ცალკე და რამდენს გინდა გაუძლო?! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ძვირფასო! ჩემო, ჩვენო თემურ!" - წერს მაია კახიძე.

 

big_banner
არქივი