logo_geo
დავით ოქიტაშვილი: კულტურის პალატა და საქართველოს პირველი არხი დავით სოკოლოვს „ვარსკვლავს“ გაუხსნის
- +

4 თებერვალი. 2021. 14:50

 

 

ლეგენდარული ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის „ვარსკვლავის“ გახსნასთან დაკავშირებით კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოს კულტურის პალატა და საქართველოს პირველი არხი დავით სოკოლოვს 15:00 საათზე(შეგიძლიათ უყუროთ პირველი არხის პირდაპირ ეთერში) მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ „ვარსკვლავს“ გაუხსნის.

 

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

 

საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი „ვარსკვლავები“ უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

big_banner
არქივი