logo_geo
მაია კახიძე: გაფრინდა თემურ წიკლაური დღეს ზეციურ საქართველოში...
- +

4 თებერვალი. 2021. 21:40

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურს იგონებს და წერს:

 

„რის თქმა მინდა და...

 

 იცით, ყველაზე დიდი კომპლიმენტი და შეფასება, სწორედ თემურ წიკლაურისგან მიმიღია. მეუხერხულება კიდეც ამის თქმა, მაგრამ ეს ბევრმა იცის და ამიტომ მეც ვამბობ, ოღონდ, ხმამაღლა პირველად, „მისის ნიჭიერებას“ მეძახდა. უსაზღვრო მადლობა მას ამისთვის. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ უწინარესად ადამიანი ვიყო. ჩემი უფროსი მეგობრის, თემურ წიკლაურის მთავარი რჩევა, ვითომ უბრალოდ ნათქვამი გეგონება, მაგრამ არა, მის ამ სიტყვებში სწორედ რომ მთელი ცხოვრებაა ჩატეული: „მაიკო, ისე იცხოვრე, როგორიც ხარო...“

 

ამ შემთხვევაშიც მუდამ ვცდილობდი და ვცდილობ (ახლა 3-4 ადამიანს თუ არ მოსწონს ჩემი ასეთი თვისება, დაფიქრდეს თვითონ. უწინარესად გულახდილობა, ერთგულება და პირდაპირობა ვისწავლე).

 

 რა დასანანია, რამხელა ტკივილია... გაფრინდა თემურ წიკლაური დღეს ზეციურ საქართველოში... მჯერა, იქაც დიდი სიყვარულით დახვდებიან...

 

 გადავიდა სამუდამო სასუფეველში სწორედ ისეთი, როგორიც იყო: ზნეკეთილი, გულკეთილი, დიდი და ღირსეული ქართველი, შეუდარებელი მომღერალი, ნამდვილი სახალხო არტისტი და განუმეორებელი მეგობარი. მადლობელი ვარ ბედის, რომ 30 წელზე მეტ ხანს მქონდა ამ გენიალურ პიროვნებასთან ურთიერთობა. მასთან მეგობრობა გამოვლილი, გამორიცხულია, ცუდი და ბოროტი ვერასოდეს იქნები.

 

და მე მას უკიდეგანო მადლობას მინდა ვუთხრა მეგობრობისთვის და ამ მეგობრობაში შესისხლხორცებული თითოეული წამისთვის...

 

...თემო, ერთხელაც იქნება და შევხვდებით...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი