logo_geo
ბესო ჩუბინიძე: ტყუილია ყველაფერი რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ...
- +

5 თებერვალი. 2021. 01:20

 

 

„საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მითუმეტეს ავადმყოფობის დროს და მითუმეტეს არ გაუვრცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ.“-  ამის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს და თემურ წიკლაურის ვიდეოს ეხმაურება, რომლის შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ვიდეო კლინიკაშია გადაღებული.

 

„ყველას გთხოვთ (განსაკუთრებით სააგენტოებს) გაავრცელოთ ჩემი ეს განცხადება.

 

საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის და ბოლოს ამბობს, არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მითუმეტეს ავადმყოფობის დროს და მითუმეტეს არ გაუვრცელებია ის არცერთ ექიმს და ა.შ. - ტყუილია ყველაფერი რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ...

 

ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემს მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს“, გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ერთობლივი პროექტის - „ლაივ კონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან“, ფარგლებში. მსგავსი სახის ლაივ-კონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის - 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს.

 

თუ ვინმეს რამე აინტერესებს დანარჩენზე პირადად მე მომმართეთ!!!!“ - წერს ბესო ჩუბინიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი