logo_geo
თამარ ივერი: გაივსო ქვეყანა საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!
- +

14 თებერვალი. 2021. 19:40

 

 

„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი: 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!“- წერს სოციალურ ქსელში  ქართველი მომღერალი თამარ ივერი.

 

„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი: 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!

 

წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!

 

გაივსო ქვეყანა.... საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!

 

ისინი შემდგომ ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ან ცუდ წრეში ვარდებიან, ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებში ითრევენ, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ან ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან სულაც, მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!

 

არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად!“ - წერს თამარ ივერი.

 

 

big_banner
არქივი