logo_geo
მაია კახიძე: ეჰ, ზურიკო, ზურიკო, როგორ მტკივა გული, ძალიან მენანები
- +

14 თებერვალი. 2021. 22:10

 

 

ჟურნალისტი და პოეტო მაია კახიძე სოციალურ ქსელში, მომღერალ ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და იგონებს:

 

„ზურა დოიჯაშვილიც წავიდა...

 

წავიდა და...........წავიდა...........

 

 არ ვიცი, ამდენი ახლობლის დარდი როგორ დაიტიოს გულმა. როგორ მენანებიან, როგორ... ახლა ზურაც....

 

ბოლოს საქართველოდან წასვლის წინ ვნახე, ერთად ვიყავით „არტ-ჰოლში“ და ჩემი პირდაპირობით კიდევ ერთხელ ვთხოვე, ყური დაეგდო ექიმებისთვის, სიგარეტი, მაგალითად, სასმელი და მთავარი, არ წასულიყო...მაგრამ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. აქ რამდენჯერ გადაარჩინეს... იმ ბინაში, რომელიც ასე ენატრებოდა, მეც ვარ ნამყოფი, ძველ უბანში...ეეჰ, ვეღარ გაუძლო ნოსტალგიას, სევდას ვერ მოერია, დაეღალა ის ერთი ბეწვა გული ამოდენა დარდით...

 

მთელი დღე ვერაფერი დავწერე, ვერ შევძელი ახლაც, რა ვიცი, ისე მეტირება...ახალგაზრდობიდან ერთად რომ მოდიხარ, როგორ უნდა შეეგუო ასეთი ახლობლის დაკარგვას?!

 

ეჰ, ზურიკო, ზურიკო, როგორ მტკივა, გული... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ვიზიარებ შენი საყვარელი მეუღლის და შვილების მწუხარებას, შენი მეგობრების, კოლეგების, თბილისის, საქართველოსი...

 

მე ხომ ვიცი, რა სიყვარულით გიყვარდა თბილისი?

 

ისეთ გუნებაზე ვარ, მაპატიოს უფალმა, გეჩხუბო მინდა, რატომ, რატომ წახვედი...

 

ამ ფოტოზე მე და ჩემი მეუღლე ვართ ზურასთან ერთად, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა... ეეჰ...მაშინ არც გული აწუხებდა და არც ოპერაციები ჰქონდა გაკეთებული და ნეტავ კი როგორ გვიხაროდა ერთმანეთი... რა დღეშია ახლა ეს ჩემი ბესოც...

 

ძალიან მენანები, ზურიკო, ძალიან....“ - წერს მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი