logo_geo
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა განცხადება: გარდაიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატი, ჰელსინკის კავშირის წევრი შალვა წიწილაშვილი...
- +

23 თებერვალი. 2021. 16:40

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა განცხადება

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები მწუხარებას გამოვხატავთ  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატის, ჰელსინკის კავშირის წევრის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი შალვა წინწალაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, სრულიად საქართველოს ...

 

ბატონმა  შალვა წინწალაშვილმა, პარლამენტარმა, მამულიშვილმა პირნათლად მოიხადა ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე, ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, თავისი წვლილი შეიტანა  ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში.

 

შალვა წინწალაშვილის  სახელი დაფიქსირებულია მე-20 საუკუნის ეროვნული მოძრაობის  მთავარ მონაპოვარზე - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და მან ქართველ მამულიშვილთა შორის სამარადისოდ დაიმკვიდრა ადგილი.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები.

 

თბილისი, 2021 წლის 23 თებერვალი.

 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბიმურზა დადეშქელიანი ავრცელებს.

 

big_banner
არქივი