logo_geo
რას ჰყვება სოციალური ქსელის მომხმარებელი და როგორ დაეხმარნენ მძღოლები
- +

26 თებერვალი. 2021. 22:59

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, როგორ დაკარგა ჩანთა სამარშრუტო ტაქსიში და როგორ დაეხმარნენ მძღოლები.

 

ის მადლობას უხდის მძღოლებს რთულ სიტუაციაში გვერდით დგომისა და დახმარებისთვის.

 

,,საღამომშვიდობის, მინდა, მოგიყვეთ დღეს გადამხდარი ისტორიის შესახებ. გლდანში ავედი ბავშვთან ერთად 510 ნომერ სამარშრუტო ტაქსიში და ჩამოსვლისას დამრჩა ჩანთა, საფულე საბუთებითა და 170 ლარით. როგორც კი ჩამოვედი, დაახლოებით, 10 წუთში მივხვდი, რომ ჩანთა არ მქონდა, რადგან სხვა პარკებიც მეჭირაარ ვიცოდი, რა მექნა და ისევ იმ ადგილზე მივბრუნდი, ტაქსის გავყვები-თქო და ამასობაში მეორე 510 -ის მძღოლმა ჩამოიარა. გავაჩერე და მოვუყევი ჩემი ამბავი, რაც შემემთხვა. სამწუხაროდ, ახალი მძღოლია იმ ,,მარშუტკისმძღოლი და ნომერი არ მაქვსო, რომ დავურეკოო, თუმცა, ვეცდები, დაგეხმაროო. ადგა, მოჭრა მოკლე გზა და დაეწია ,,მარშუტკას”, სადაც ჩემი ჩანთა იყო, ჩამაბარეს უვნებელი და ხელუხლებელი. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ორივე სამარშუტო ტაქსის მძღოლს გვერდში დგომისთვის, თქვენ არ იყავით ვალდებულნი, ასე დამხმარებოდით და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი