logo_geo
თინა ხიდაშელი: ჯოჯოხეთის პირზე ვარ, ყოველი დღე წინაზე მძიმეა
- +

28 თებერვალი. 2021. 10:23

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელი Facebook-ის გვერდზე საკუთარი მდგომარეობის შესახებ წერს.

 

„ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, რომ მოვიწერო - გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე. ესაა... დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს, 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა“, - წერს თინა ხიდაშელი.

 

თინა ხიდაშელსა და მის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.

 

 

big_banner
არქივი