logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში!
- +

1 მარტი. 2021. 22:06

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  pfizer-ის ვაქცინის შესახებ უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს, რომ ჭარბწონიან ადამიანებს შესძლოა ვაქცინის ორმაგი დოზა დასჭირდეთ.

 

„ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში!

 

პ.ს. ყველა პირობა გაქვთ შექმნილი ვაქცინის მოსვლამდე წონაში დაიკლოთ“.

 

როგორც მასალაში ვკითხულობთ, ჭარბი წონის მქონე ადამიანების ორგანიზმი pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორჯერ ნაკლებ ანტისხეულებს აწარმოებს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. ამის გამო ჭარბი წონის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი დოზის გაკეთება დასჭირდეთ.

 

ამასთან, სიმსუქნე ზრდის Covid-19–ით სიკვდილის რისკს თითქმის 50% – ით, ასევე ზრდის საავადმყოფოში მოხვედრის რისკს 113%–ით“, - წერს კულუმბეგოვი.

big_banner
არქივი