გელა ჩარკვიანი სადაზღვეო კომპანია “არდისგან” ყოველწლიური პრემიით “ოქროს ვარდით” დაჯილდოვდა. მწერალი და დიპლომატი სოციალურ ქსელში პრიზით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ცხოვრება მცდელობებისა და შეცდომების სერიაა.
მადლობა “არდი”-ს და არდელებს, რომ ყოველწლიური პრემიით – „ოქროს ვარდი 2021” წელს მე დამაჯილდოვეს!
წინა წლებში ეს პრემია კახი კავსაძეს და გურამ დოჩანაშვილს მიენიჭათ”, – წერს გელა ჩარკვიანი.