logo_geo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეს კოლექტიური სითბო სხვანაირ სიხარულს განიჭებს...
- +

6 მარტი. 2021. 01:46

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქ“ მეგობრებს დაბადების დღის მილოცხვისთვის მადლობას უხდის.

 

„დაბადების დღეები უფრო საინტერესო გახდა „ფეისბუკის“ გაჩენის დღიდან. უამრავი მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი გილოცავს დაბადების დღეს.

ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ შეიძლება ყველა ვერც დაინახო, ვერ მოასწრო წაკითხვა მაგრამ ეს კოლექტიური სითბო სხვანაირ სიხარულს განიჭებს, ვიდრე პრე-ფეისბუკურ ეპოქაში შეიძლება შეგეგრძნო.

დარჩა ძველიც, ის განუმეორებელი, ადამიანური ურთერთობებით მონიჭებული სიხარული. ორივეს კომბინაცია კი ორი ეპოქის უნიკალური თანაარსებობაა.

მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა გამოხატული სიყვარულისათვის და თბილი სურვილებისათვის!

ბევრნი ხართ და მხოლოდ "ლაიკების" დასმას ვცდილობ!“, - წერს მჭედლიშვილი.

big_banner
არქივი