logo_geo
შოთა გლურჯიძე: როგორ გამოვავლინოთ და მივბლოკოთ ფარული ნაცები?!
- +

14 აპრილი. 2017. 00:17


 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორ გამოვავლინოთ და მივბლოკოთ „ფრენდებში" მოკალათებული ფარული ნაცები:

იღებ „შინმოუსვლელი ოდეს-ტურფას" გაღიმებულ ფოტოს, ათავსებ ვოლზე კეთილი კომენტარით, მაგალითად - „შენმა გამზრდელმა გაიხაროს, ან გელოდებით სულმოუთქმელად, ან რა ლამაზია ეს ოხერი".... მიახატავ ბევრ გულებს და პოკემონებს, ამასობაში „ინ-ბოქსში" იმალები, ან „ინვიზიბლ" პოზიციას რთავ, ანუ ფრთხილად უსაფრდები. მერწმუნეთ მალევე „დაალაიქებს" რომელიმე მიამიტი „ფრენდ-ნაცი", წასცდება ხელი „ლაიქზე", რეფლექსი აქვთ. ჯერ აცლი, რომ სხვებმაც მიბაძონ, გაგულიანდნენ და „დაალაიქონ", თან პარალელურად მოსახლეობის გინებისა და ფურთხების კომენტარებს შლი სასწრაფოდ, რომ არ დააფრთხენ და კარგად რომ მოქუჩდებიან აი მერე დაერევი ერთიანად, ბლოკავ და შლი დაუნდობლად, მუსრს ავლებ ბოლომდე, შემდეგ მალევე შლი უხსენებელის ფოტოსაც და აგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას უნაცო ცუკერლენდში!" - წერს გლურჯიძე. 


 

big_banner
არქივი