logo_geo
ზაზა ნოზაძე: აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე, არც საზოგადოებას!
- +

7 მარტი. 2021. 11:37

 

 

 

რეპერი ზაზა ნოზაძე განცხადებას ავრცელებს:

 

„მეგობრებო, როგორც იხილავდით, კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ, ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაც არის სრული სიყალბე!!!

 

ვიდექი და ვიდგები ყოველთვის იმ მხარეს, სადაც ხალხია, რომელიც არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

 

თუმცა, ეს არავის აძლევს უფლებას, ჩემს პირად ცხოვრებაში იქექოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება.

 

არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა, რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ჰქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან.

 

თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთ, სადამდე მიგიყვანთ, ვერ ვხვდები!

 

მე აქ ვარ და გეუბნებით, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე, არც საზოგადოებას!

 

სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!“ – წერს ნოზაძე.

 

big_banner
არქივი