logo_geo
ნინო გიორგობიანი: ვახტანგ გომელაური ღირსეული ადამიანი, საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მეგობარია - მადლობა მას!
- +

10 მარტი. 2021. 15:19

 

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დღეს დაინიშნა.

 

„მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად - დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ ნდობისათვის.

 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

ყოველთვის დავრჩები ამ უწყებების გულშემატკივარი.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმ შესაძლებლობისთვის, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში მემუშავა.

 

ვახტანგ გომელაური არის ღირსეული ადამიანი, საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მეგობარი - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.

 

აქვე ვიტყვი, რომ ისევე როგორც აქამდე, ახლაც 24 საათის განმავლობაში მზად ვარ მედიასთან კომუნიკაციისთვის“, - წერს ნინო გიორგობიანი.

 

big_banner
არქივი